Hotel Svaneti (Mestia)

                                                                                                     სასტუმროს აღწერა 

სასტუმრო “სვანეთი” დაბა მესტიის ცენტრში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, თბილისიდან 500 კილომეტრის დაშორებით.

სასტუმრო “სვანეთი” სტუმრებს სთავაზობს ევროპულ სტანდარტებს და ქართულ ტრადიციულ მასპინძლობას.

ოთახები :
სასტუმრო “სვანეთში” სულ არის 21 სტანდარტული ოთახი: 1,2 ან 3 საწოლით. ყველა ოთახს აქვს სველი წერტილი / აბაზანა, აივანი და სატელიტური სატელევიზიო არხი;

ოთახები აღჭურვილია პირსახოცებითა და პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთებით.

 

რესტორანი და კვება
სასტუმროს რესტორანი გამოირჩევა სადა დეკორაციით და განკუთვნილია 50-70 სტუმრისათვის. აქ სტუმრებს უმასპინძლდებიან ქართული და ევროპული კერძებითა და სასმელებით. რესტორანი სტუმრებს სთავაზობს კერძების ფართო არჩევანს: საუზმე, ლანჩი, ყავის შესვენება და სადილი. ასევე სასტუმროს რესტორანში შესაძლებელია დამატებითი მენიუს შეკვეთა წინასწარი შეთანხმებით. გამოცდილი შეფ-მზარეული სწრაფად და ხარისხიანად ასრულებს ყველა სახის შეკვეთას. სტუმართა მომსახურება შესაძლებელია დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე.

 

სასტუმროში ფუნქციონირებს:

  • უფასო Wi-Fi;
  • უფასო ავტოსადგომი;
  • რესტორანი;
  • ბარი;
  • კაფე ვერანდაზე;
  • სუვენირების მაღაზია / კუთხე;
  • რეცეფცია;
  • 24-საათიანი დაცვის სამსახური;
  • ძვირფასი ნივთების შესანახი სეიფი;
  • ფასიანი მომსახურება;
  • ტრანსპორტით მომსახურება;
  • ავტო-ტრანსფერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან;
  • სახეცხის რეცხვა / გაუთავება;
  • გიდის მომსახურება;
  • კონფერენციები და ღონისძიებები;
  • სასტუმრო “სვანეთის” საკონფერენციო და სათათბირო დარბაზი საუკეთესო ადგილია სამუშაო და საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად;
  • სასტუმროს ეზოში შესაძლებელია 70-100 კაციანი ღონისძიების ჩატარება ღია ცის ქვეშ კოშკებისა და მთების ფონზე;
  • სპორტი, რეკრეაცია და გართობა;
  • კვადროციკლით სეირნობა;
  • ფეხით სასიარულო მარშრუტები;
  • საცხენოსნო ტურები;
  • კულტურული ტურები (სანახაობები);
  • ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი.
  • ნომრების / ოთახების / რესურსების ტიპები

     

    განსაკუთრებული თვისებები

 

 

 

ფოტოები  

More in this category: « Lux Palace (Qutaisi)

ჩვენ შესახებ

Simon Janashia str3
0179, Tbilisi, Georga
Tel: (+995 32) 2 907 307
Fax: (+995 32) 2 907 307
Facebook.com/Time2Travel