time2travel

ტური ვარიანში

GEL 125
ფასი
GEL 125
ნანახია
2529

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ყველაფერი გადადეთ და მოემზადეთ 16 აგვისტოსთვის, რათა გაატაროთ ერთი გამორჩეული დღე

ეს არის მორიგი განსაკუთრებული, ექსკლუზიური, გასართობი, განსატვირთი All Inclusive ტური ჩვენგან ?#ტურებისაქართველოში

თუ რატომ, აქვეა პასუხები:

გვაქვს კიდევ ერთხელ ამის პატივი და ჩვენს ტურში იქნება კახა მიქიაშვილი - საოცარი ადამიანი, რომელიც თავისი ურთიერთობით, ნიჭით, იუმორით, პოზიტივით სავსე დღეს გვაჩუქებს

ტურში პირველად, სპეციალურად ჩვენთვის მობრძანდება განსაკუთრებული ქალბატონი, ფსქოლოგიური ტრენინგცენტრის "ჰარტის" ხელმძღვანელი ვერიკო გოჯიაშვილი, რომელიც შემოგვთავაზებს ფსიქოლოგიურ გასართობ სავარჯიშოებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ბარიერის გადალახვის უნარები, სხვა ადამიანზე პასუხისმგებლობის აღების უნარები, სხვისადმი ნდობის უნარის ქონა-არქონა.

გარდა იმისა, რომ ბევრ ახალ რამეს გავიგებთ ჩვენს თავზე, მერწმუნეთ, ვერიკოსთან ურთიერთობა ერთი დიდი სიამოვნებაა ?

რაც შეეხება ადგილებს და აქტივობებს, ესეც დიდი მონდომებით შევარჩიეთ

ლოკაციები თბილისთან ახლოსაა, ასე, რომ მგზავრობიტაც არ დაგღლით ? ვეწვევით დიდებულ შატო მუხრანს, სადაც გვექნება ესკურსია და გავიგებთ ბევრ კარგ ამბავს ?

ამის შემდეგ გავემგზავრებით #რანჩოვარიანში, სადაც ფსიქოთერაპიასთან ერთად შეგვიძლია ვისეირნოთ ცხენებით, ტბაზე - წყლის ველოსიპედებით, ვითევზავოთ

ამ ყველაფრის შემდგომ, ემოციებით დახუნძლულები, მივუსხხდებით უგემრიელესი კერძებით სავსე დიდებულ სუფრას

ამის შემდეგ, დარწმუნებულები ვართ სახლში წამოსვლა არავის არ მოგვინდება, მაგრამ მოგვიწევს ?

ტურის საფასური 125 ლარი

ფასში შედის:

✅ ტრანსპორტირება VIP კლასის მიკროავტობუსით

✅ შატო მუხრანის ექსკურსიის ბილეთები

✅ თევზაობა

✅ წყლის ველოსიპედები

✅ ცხენებით სეირნობა

✅ დიდებული ვახშამი

ტურში ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

599582002